ბოლნისში 17 წლის მოზარდს გიურზამ უკბინა.
ზურაბ რეხვიაშვილს ბოლნისის კლინიკაში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც იგი წუხელ, გვიან ღამით თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.
პაციენტი ტოქსიკოლოგიის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით რეხვიაშვილის მდგომარეობა საშუალე სიმძიმისაა.