მდინარე ჭოროხში მაშველებმა თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
სელემ ბაქირჯი, რომელიც კომპანია "აჭარა ენერჯის" თანამშრომელი იყო ჭოროხზე მცირე ჰესების პროექტებთან დაკავშირებით აზომვით სამუშაოებს ახორცილებდა, როდესაც მოულოდნელად წყლის დონემ მოიმატა და ბაქირჯი დინებამ წაიღო.
შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. მაშველებმა სამ დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილის ცხედარი მდინარე ჭოროხში ზღვის შესართავთან, გონიოს ხიდის სიახლოვეს იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილმა ცურვა არ იცოდა.