საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ქართული ბიზნესისის ტერორს, განსაკუთრებით იმ ბიზნესმენებისა და მეწარმეთა მიმართ, რომლებიც ღიად თუ ფარულად ცდილობენ გზა გამონახონ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობისთვის.
"საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ეხმაურება სააქციო საზოგადოება "ელიტელეტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი მმართველის ანზორ ქოქოლაძის დაკავების ფაქტს, ჩვენი მოძრაობა დიდი ხანია ადევნებდა თვალყურს ხელისფლების მცდელობას, ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტით საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ანზორ ქოქოლაძე, რომელიც ყველანაირი სამართლებრივი გზით ცდილობდა ხელისუფლების ზეწოლის მოგერიებასა და საკუთარი უფლებების დაცვას, ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დაკავება არის ხელისუფლების მხრიდან იმ ბიზნესმენების დატერორების თვალსაჩინო მაგალითი, რომლებიც არ ექცევიან მისი გავლენის ქვეშ ან ცდილობენ გათავისუფლდნენ ხელისუფლების გავლენისაგან. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმის გაგრძელებას და განვახორციელებთ მონიტორინგს", _ ნათქვამია განცხადებაში.