საქართველოდან ველოსიპედით მსოფლიო ტურით მოგზაური ნოდარ ბერიძე, რომელმაც უკვე 30 ქვეყანა შემოიარა, თურქეთის ქალაქ ამასიას ეწვია და მისი ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, 47 წლის ნოდარ ბერიძე ყოფილი მოჭიდავეა და მან სტარტი 2016 წელს საქართველოდან აიღო და ველოსიპედით აზიისა და ევროპის მრავალი ქვეყანა შემოიარა. მან მთლიანობაში 40 ათასი კმ-ი დაფარა.
ამასიაში ჩასული ქართველი მოგზაური ქალაქის მერმა ჯაფერ ოზდემირმა მიიღო.
მერთან საუბრის დროს ბერიძემ თქვა, რომ ველოსიპედით მსოფლიო ტურის შემოვლით, უნდა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება გაამახვილებინოს სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებაზე.
"ორი წლის განმავლობაში 30 ქვეყანაში ვიმყოფებოდი, მინდა რომ კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ მეზობელ ქვეყნებს, მშვიდობაში იცხოვრონ და ჩემი მოგზაურობის მისიაც ეს არის“, განაცხადა ბერიძემ.
ამასიის მერმა ქართველ სტუმარს თურქეთის სახელმწიფო დროშა და ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბის, “ამასია ბელედიესპორის“ ფორმა აჩუქა. ქართველი მოგზაური თურქეთში კიდევ რამდენიმე ქალაქს მოივლის და 26 მაისს საქართველოში გადავა