გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდას წინასწარი მონაცემებით 36 500-მდე კონკურს 3000 გამოეთიშა.
ამის შესახებ მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით წელს აბიტურიენტთა საერთო მომზადების დონე გაუარესდა.
"14 ათასი აბიტურიენტიდან, რომლებმაც მათემატიკა აირჩიეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 34%-მა ვერ გადალახა, ფიზიკა მხოლოდ 81-მა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა მათგან 58%-მა ვერ ჩააბარა. ქიმიის გამოცდაში კი 465 აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 38%-მა ვერ გადალახა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ყველა გამოცდის შედეგები სრულად 8-10 აგვისტოს გახდება ცნობილი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია აგვისტოს ბოლოსთვის გამოაქვეყნდება.