ისანში, უბედური შემთხვევის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა ბოგდან ხმელიცკის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა კობა იასაღაშვილი ჯართის შეგროვების მიზნით ორმოს თხრიდა. მიწა მოულოდნელად მეტრნახევარით ჩავარდა და გარდაცვლილო ქვეშ მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, იასაღაშვილის ამოყვანა რამდენიმე წუთში მოხდა, მაგრამ იგი უკვე გაგუდული იყო.
კობა იასაღაშვილი "ჯეო ინვესტში" დარაჯად მუშაობდა. ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.