დუშეთის რაიონში თევზაობისას 32 წლის პაატა ჯავახიშვილი დაიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით, იგი სოფელ გრემიხევში მდინარე ნარეკვავზე სათევზაოდ ნავით არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა, წონასწორობა ვერ შეიკავა და მდინარეში გადავარდა.
მაშველებმა ჯავახიშვილის ცხედარი ერთ საათში იპოვეს, რის შემდეგაც დუშეთის რაიონულ პროზექტურაში გადაასვენეს.
პაატა ჯავახიშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ჯავახიანთკარში ცხოვრობდა.