დღეს, 4 აგვისტოს, 15:00 საათზე, თბილისის მერიასთან (სააკაძის მოედანზე) "კონსერვატორ" ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, გაიმართება თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებეში მცხოვრებ დევნილებთა საპროტესტო აქცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, მომიტინგეები მოითხოვენ შეწყდეს დევნილთა გამოძევება თბილისის მერიის ბალანსზე არსებული შენობა - ნაგებობებიდან და მათ დაკავებული საცხოვრებელი ფართი გადაეცეთ საკუთრებაში. ასევე, მათი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ გამოუყენებელ შენობებში არსებული ფართი საკუთრებაში გადაეცეს თბილისში მცხოვრებ დევნილებსა და სხვა უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს.
სარემონტო სამუშაოების გამო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება