დღეს, თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნომერ #208, #177 და #160 ხაზებზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები შპს "ელდორადო 96"-სგან, რომლის დაქვემდებარებაშიც აღნიშნული ხაზებია, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
როგორც დღევანდელ აქციაზე მძღოლებმა განაცხადეს, შპს-ის მეპატრონემ თვითნებურად კაბალური საჯარიმო გადასახადები დაუწესა. 6 მძღოლს კი კონტრაქტი უკანონოდ შეუწვიტა. მძღოლები და პროფკავშირები სამსახურიდან დათხოვნილების აღდგენას და ყველა დასაქმებულისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. წინაღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.