საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მასების მართვის ტრეინინგი უტარდებათ.
ტრენინგს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო საქართველოს პოლიციის ხელშეწყობის მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში ატარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, სამ კვირიანი კურსი ითვალისწინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენას გაეროსა და ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით.
ამასთან, ტრეინინგი მოიცავს ინსტრუქტორებისთვის განკუთვნილ კურსს შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით: ტრეინინგების სტრუქტურა, დაგეგმვა და განხორციელება, მასების მართვის პრაქტიკული მეცადინეობა ადამიანის უფლებების, შეკრების თავისუფლების, და მედიის საჭიროებების გათვალისწინებით ქუჩის ფესტივალების, სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, დემონსტრაციები ან სხვა ხალხმრავალი შეკრებების დროს.