"საერთაშორისო ამნისტიის" (Amnesty International) საქართველოს მთავრობას გასული ოცი წლის განმავლობაში კონფლიქტების შედეგად 250 000-ამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 5 აგვისტოს, 12:00 საათზე ანგარიშს "მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში" წარმოადგენს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უმნიშვნელოვანეს და გადაუდებელ საკითხებს - დასახლებას, დასაქმებასა და ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობას ეხება.
პრესკონფერენციის დაწყებამდე, "Amnesty International"--ის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდებიან და მათ ორგანიზაციის რეკომენდაციებს წარუდგენენ.
პრესკონფერენცია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება.