ხვალ, 4 აგვისტოს, 15:00 საათზე, თბილისის მერიასთან (სააკაძის მოედანზე) "კონსერვატორ" ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, გაიმართება თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებეში მცხოვრებ დევნილებთა საპროტესტო აქცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, მომიტინგეები მოითხოვენ შეწყდეს დევნილთა გამოძევება თბილისის მერიის ბალანსზე არსებული შენობა - ნაგებობებიდან და მათ დაკავებული საცხოვრებელი ფართი გადაეცეთ საკუთრებაში. ასევე, მათი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ გამოუყენებელ შენობებში არსებული ფართი საკუთრებაში გადაეცეს თბილისში მცხოვრებ დევნილებსა და სხვა უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს.