შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია" როკის ლეგენდა რობერტ პლანტი, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე 19 ივლისს, „Black Sea Arena“-ზე წარდგება. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების ნაწილი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, ასევე არიან - “Trombone Shorty“, რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა.
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალის ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება - 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება ფესტივალის ბილეთებისა და აბონიმენტების პირველი ნაწილის (კალათის) გაყიდვა. ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება; ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ TKT.GE-ზე.
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება.