ლაგოდეხის სამშობიარო სახლში ბავშვი ცალი ხელით დაიბადა. ლაგოდეხის სამშობიარო სახლის ექიმის, გინეკოლოგ მევლუდ ამირანაშვილის განცხადებით ახალშობილს მარცხენა ხელი არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"ასეთი ფაქტები იშვიათია. 30 წელია გინეკოლოგად ვმუშაობ და პირველად მაქვს ასეთი შემთხვევა", - აღნიშნა ამირანაშვილმა.
მისივე თქმით, ბავშვი ჯანმრთელია. ექიმები პათოლოგიის მიზეზს ვერ ხსნიან.