ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყალში, მდინარე ჭოროხზე თურქეთის 23 წლის მოქალაქე, სელიმ ბაქირჯი დაიხრჩო.
თურქეთიდან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი წყლის სიღრმეს იკვლევდა, როდესაც ჯგუფის წევრი, სელიმ ბაქირჯი, დინებამ წაიღო. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ მან ცურვა არ იცოდა.
ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა სელიმ ბაქირჯის პოვნა ვერ მოახერხა. მაშველები ცხედრის ძებნას ამ წუთებშიც განაგრძობენ.