ურეკში დამსვენებელს სკუტერი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ბეთქილ ქურასბედიანს ნაპირიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სკუტერმა გადაუარა.
ქურასბედიანი ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ქალის ტრავმა აქვს. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.