2 აგვისტოს ქალაქ ბათუმში იუსტიციის საზაფხულო სკოლა სახელწოდებით: ,,საერთაშორისო საჯარო სამართალი - არსებული პრაქტიკა და ახალი გამოწვევები" გაიხსნა.
მასში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა მიიღო. იუსტიციის საზაფხულო სკოლა, 2 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებს 23 სტუდენტი, რომლებიც ღია კონკურსის მეშვეობით შეირჩნენ.
საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტთათვის საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების გზების გაცნობა.
საზაფხულო სკოლის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ძალის გამოყენების აკრძალვა საერთაშორისო საჯარო სამართალში; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; საერთაშორისო სისხლის სამართალი; იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სამართალი/ლტოლვილთა სამართალი. სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
საზაფხულო სკოლის დროს ტრეინინგი ინტერაქტიულ ფორმატით ჩატარდება, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში. ასევე ბოლო დღეს შედგება იმიტირებული სასამართლო პროცესი.
ბოლო დღეს, სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან. აღნიშნული პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. მსგავსი პროექტების განხორციელებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს