საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნის ედუარდ გაბოზოვის სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს დაიწყება.
ედუარდ გაბოზოვის საქმის მოსმენის დაწყება ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში შედგება. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. ოსური მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების თანდასწრებით, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების რეზოლუციური ნაწილი გახმოვანდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ჩრდილო ოსეთის სასამართლოს გაბოზოვის საქმე განსახილველად 27 ივლისს გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ედუარდ გაბოზოვს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ბრალად ედება საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა 2004 დან 2009 წლამდე პერიოდში.