არასამთავრობო ორგანიზაციამ, "რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტმა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ოჯახს ფულადი თანხა გადასცა, რომლის საშუალებითაც გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებს გაივლის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტიდან" აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ინსტიტუტმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში მიიღო, რომელიც 1 აგვისტოს, ქალაქ გორშიც გაიმართა.