დღეს, 2 აგვისტოს, 16:00 საათზე "კავკასიურ სახლში გაიმართება მედიისა და საზოგადიოებისთვის პრესკონფერენცია, რომელზეც კავკასიური სახლის მხრდამჭერთა საზოგადოების დაფუძნების შესაზხებ გაცხადდება.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება "კავკასიური სახლის" და კულტურის სამინისტროს ხუთწლიანი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები.
"კავკასიური სახლის" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც "კავკასიური სახლის" ნაცვლად "სმირნოვების მუზეუმის" შექმნას თვალისწინებს, ფაქტობრივად "კავკასიური სახლის" გაუქმებას ნიშნავს.
"კავკასიური სახლი" გალაკტიონ ტაბიძის #20-ში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ე.წ. სმირნოვების სახლი თავის დროზე თბილისელ სომეხს, თამამშევს ეკუთვნოდა (მე-19 საუკუნე). მისი ქალიშვილის სმირნოვზე გათხოვების შემდეგ სახლი მას მზითევში მისცეს. მოგვიანებით, ამ სახლში დასახლებული სმირნოვების ბოლო შთამომავალმა, მიხეილ სმირნოვმა, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა, ანდერძით ეს სახლი ამ შენობაში განთავსებულ მთარგმნელობით კოლეგიას დაუტოვა. მოგვიანებით იქ "კავკასიური სახლი" განთავსდა, რომელმაც ფონდ "ჰორიზონტის" ნახევარმილიონიანი დაფინანსებით შენობა მთლიანად აღადგინა და მუზეუმში დაცული ექსპონატებიც შემოინახა.