მსახიობი მზია კვირიკაშვილი მუხათგვერდის საზოგადოებრივ პანთეონში დაკრძალეს. "სისცილის დედოფლის" დაკრძალვის ცერემონიას მისი მეგობრები, მათ შორის "იუმორინას" მსახიობები, ნათესავები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე კვირიკაშვილის მეგობრებმა გამოსამშვიდებელი სიტყვებიც წარმოტქვეს.
ცნობისათვის, დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად დედაქალაქის ხელისუფლება დაფარავს. საქართველოს "სიცილის დედოფალი", მზია კვირიკაშვილი 60 წლის ასაკში 28 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ მზია კვირიკაშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისათვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, გადაწყდა მისი საქართველოში გადმოყვანა. ცნობისათვის, მზია კვირიკაშვილი საქართველოში სხვადასხვა იუმორისტულ პროექტებში, მათ შორის - "იუმორინაში" მონაწილეობდა.