ილიაობასთან დაკავშირებული საღმრთო მსახურების შესრულება დღეს საღამოდან დაიწყება. ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისი თქმით, ხვალ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა, ამიტომ დღეს საღამოს შესრულდება ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში. აღნიშნულ საღმრთო მსახურებას მეუფე იაკობი შეასრულებს.
19:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მთაწმინდაზე აბრძანდება, სადაც წმინდა ილია წინასწარმეტყველის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის.
ხვალ, 09:00 საათზე ილია მეორე შესაბამის წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.