ბორჯომის ხეობაში ხანძარის ლიკვიდირება ჯერ ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვეტმფრენები და სახანძრო მანქანები. სულ კერების ლოკალიზებაში 150-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. მეხანძრეებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქტიურ დახამარებას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ლევან მხაიდძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლიკვიდაცია უახლოეს პერიოდში მოხდეს.
გვარცელდა ინფორმაცია ცეცხლის ახალი კერი შესახებაც. იწვის იშვიათი ჯიშის ხეები.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 10 ჰექტარი ფართობი.
ხანძარი ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩნდა.