დღეს, 1-ელ აგვისტოს, მსახიობ მზია კვირიკაშვილს მუხათგვერდის საზოგადოებრივ პანთეონში დაკრძალავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით მიიღო.
კულტურისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, მერიაში უკვე შეიქმნა დაკრძალვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც მზია კვირიკაშვილის დაკრძალვის ყველა საორგანიზაციო საკითხს მოაგვარებს. დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად დედაქალაქის ხელისუფლება დაფარავს.
საქართველოს "სიცილის დედოფალი", მზია კვირიკაშვილი 60 წლის ასაკში 28 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მზია კვირიკაშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისათვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, გადაწყდა მისი საქართველოში გადმოყვანა.
ცნობისათვის, მზია კვირიკაშვილი საქართველოში სხვადასხვა იუმორისტულ პროექტებში, მათ შორის - "იუმორინაში" მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები