ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე, ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა
ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე, ტყის მასივებში ხანძარი გაჩნდა. ჯერ უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. აგილზე მობილიზებულია ბორჯომ-ბაკურიანის, ახალქალაქისა და ახალციხის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. ასევე გარემოს დაცვის ინსპექციის სამაშველო სამსახურები.
როგორც მეხანძრეები ამბობენ, ხანძარის ჩაქრობას ის აფერხებს, რომ მისასვლელი გზა მიუვალია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი ტყეს მოულოდნელად გაუჩნდა.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.