სოციალური აქცია "ვხატავთ რომპეტროლს" განახლებული ფორმატით ბრუნდება. აქცია სტარსტს ბათუმში, განახლებულ ბულვარში - ამფითეატრის ტერიტორიაზე, კვირას, 1-ელ აგვისტოს აიღებს. 13:00 საათიდან, მხატვრები, ანიმატორები და მხიარული მულტფილმების პერსონაჟები გაართობენ პატარებს და ერთად დახატავენ სურათებს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.
ბავშვები, რომლებიც აქციაში ჩაერთვებან, რომპეტროლისგან ხატვისათვის საჭირო ატრიბუტებს და სპეციალურ დიპლომებს მიიღებენ. მათთან ერთად გაერთობიან, დახატავენ, იმღერებენ, იხტუნავებენ ბატუტზე და ითამაშებენ ბავშვთა სახლების აღმსაზრდელებიც.
„აქცია დევიზით - „შეითავსე მხატვრის როლი, და დახატე რომპეტროლი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პირველად გასულ წელს წარმატებით ჩატარდა და გადავწყვიტეთ ის უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა ბავშვებს კიდევ არაერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ. ამ მიზნით, „ვხატავთ რომპეტროლს" მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება," - აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
მისივე თქმით, 8 აგვისტოს აქცია გორში გადაინაცვლებს, 15 აგვისტოს ბორჯომში, 22 აგვისტოს ზოოპარკში, ხოლო 29 აგვისტოს „ვხატავთ რომპეტროლს" წყნეთის ბავშვთა სახლში საგანგებოდ მოეწყობა. სექტემბერში გაიმართება ნახატების გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გადაეცემა.
აღნიშნული პროექტი „რომპეტროლის" სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "ჩვენი მომავლის ენერგია" .
"რომპეტროლ ჯგუფი" ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 16 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. "რომპეტროლ საქართველო" ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე