შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით ზაფხულის განმავლობაში ბიისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 200 ბავშვი დაისვენებს. საველე ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული 14-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების ორ ნაკადს უმასპინძლებს. დამსვნებელთა პირველი 100 კაციანი ჯგუფი ატენის ხეობაში ხვალ გაემგზავრება და 10 დღეს დარჩება. ამ ხნის მანძილზე ბავშვები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, დალაშქრავენ ატენის ხეობას, მოინახულებენ იქ არსებულ ისტორიულ ძეგლებს და ისარგებელებენ ბიისის გოგირდოვანი სამკურნალო წყლებით.
უსაფრთხოების მიზნით ბავშვებთან ერთად ბანაკში შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის 5 კაციანი ჯგუფი იმორიგევებს.
პროგრამა აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ბავშვების ტრანსპორტირების და დასვენების ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაიღებს.