4 მარტიდან 6 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან ღელვას ვარაუდობენ.
„4 მარტიდან 6 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 3–4 ბალიანი ღელვა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.