ცნობილი ესპანელი და ფრანგი მხატვრის, პაბლო პოკასოს საყვარლის პროტრეტი, „ქალი ბერეტით და კუბოკრული კაბით“ ლონდონის “Sotheby's” აუქციონზე 69,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. იუწყება გაზეთი „The New York Times“-ი.
სურათი 1937 წლის 4 დეკემბრითაა დათარიღებული. მასზე მხატვრის საყვარელი და მუზა მარია-ტერეზა ვალტერია გამოხატული, რომელიც მასზე 28 წლით უმცროსი იყო. იმ დროისთვის მათი ურთიერთობა უკვე კრიტიკულ ზღვარზე იყო. ვალტერს, რომელსაც მხატვრისგან გოგონა შეეძინა, კონკურენციას უწევდა დორა მაარი, რომელიც საბოლოოდ პიკასოს საყვარელი გახდა.
დღვანდელი დღის მონაცემებით, პიკასოს ყველაზე ძვირადღირებულ სურათად მიიჩნევა „ალჟირელი ქალები“, რომელიც 2015 წელს 179,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.