ცეცხლი საბურავების გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 300 ტონემდე საბურავი, თუმცა ზარალი საბოლოოდ ჯერ დათვლილი არ არის.
ქარხანა სოფელ მეტეხში მდებარეობს და დასახლებული პუნქტიდან სულ რაღაც 200 მეტრით არის დაშორებული. არსებობდა საფრხე იმისა, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტში გავრცელებულიყო.
შემთხვევის ადგილზე კასპისა და გორის რაიონის სახანძრო ბრიგადები ერთდროულად მუშაობდნენ. ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა ორ საათში მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შედუღების აპარატის მუშაობის შედეგად გაჩნდა. ნაპერწკალი საბურავებს მოედო რამაც აალება გამოიწვია.
ქარხნის მეპატრონე არც საბოტაჟს გამორიცხავს. ერთ ერთი ვარაუდით, სოფელ მეტეხის მოსახლეობა გამონაბოლქვის გამო საამქროს დასახლებულ პუნქტთან არსებობას აპროტესტებდა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შემთხვევას კასპის რაიონის პოლიცია იძიებს.