ხვალ, 29 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისა და სასჯელებისადმი.
ღონისძიებაში სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
ასევე, პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა კრიმინოლოგიის დოქტორი, ტილბურგის (ნიდერლანდები) საერთაშორისო ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი იან ვან დაიკი.