საქართველოს "სიცილის დედოფალი", მზია კვირიკაშვილი დღეს, თბილისში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მზია კვირიკაშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისათვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, გადაწყდა მისი საქართველოში გადმოყვანა.
ცნობისათვის მზია კვირიკაშვილი საქართველოში სხვადსხვა იუმორისტულ პროექტებში, მათ შორის - "იუმორინაში" მონაწილეობდა.