თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა.
სამადაშვილმა შილდის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე-სადრენაჟო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა, რომლის შეკეთებასაც იგი მოსახლეობას ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების წინ დაპირდა.
სანიაღვრე-სადრენაჟო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება, რომლის შედეგად 100 მეტრი სიგრძის მილები გამოიცვლება.