გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დღეს დაბა სურამს სტუმრობდნენ. ბოლო დროს, ქართულ ტელეარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, დაბა სურამში რადიაციული ფონი შეინიშნებოდა, რამაც ადგილობრივების განცხადებით, გავლენა იქონია სურამში დამსვენებელთა რაოდენობაზე.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით სპეციალისტები ადგილზე ჩავიდნენ და სპეციალური აპარატურის საშუალებით რადიაციული ფონი ადგილზე შეამოწმეს - ფონი ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დამსვენებლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დღესვე, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, სურამში ჰაერისა და ნიადაგის მონიტორინგიც ჩაატარეს, რაც ასევე ნორმის ფარგლებშია.