77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი პირველად ნანობს მომხდარს.
მან ციხის ადმინისტრაციას წერილი მიწერა, სადაც ნათქვამია, რომ უკვე აღარ ემხრობა ფაშისტურ და ნეონაციონალურ იდეოლოგიას.
ბრეივიკი დასძენს, რომ თანახმაა დაემორჩილოს და დაიცვას ციხის ყველა მოთხოვნა და აღარ წამოაყენებს არანაირ პორობები. „მე ვწუხვარ ჩემს მიერ 2011 წლის 22 ივლისს ჩადენილი მოქმედების გამო და რომ იყოს შესაძლებელი ისე ვიზავდი, რომ ეს არ მომხდარიყო“ - ნათქვამია წერილში.
ირკვევა, რომ ანდრეს ბრეივიკმა ეს წერილი 2017 წელს, შემოდგომას დაწერა. მას შემდეგ რაც სასამართლომ უარი უთხრა მას კომპენსაციისთვის, რასაც ითხოვდა კამერაში მარტო ჯდომის გამო.
ცნობითვის, ანდერს ბრეივიკს მისჯილი აქვს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი დამნაშავედ ცნეს 77 ადამიანის მკვლელობაში.