საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინიტრი კობა სუბელიანი დმანისის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება და მინისტრტან ერთად დევნილებს სამინისტროს თანამშრომლები და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც მოინახულებს.
დმანისის რაიონში კერძო სექტორში 161 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
დევნილთა ნაწილმა სახელმწიფოს მხრიდან მიიღო კომპენსაცია და ამ თანხით შიძინეს სახლები დმანისის რაიონის სოფლებში. დარჩენილია დასაკმაყოფილებელი დანარჩენი ოჯახები. მათთვის დმანისში მოძიებულია კარკასული შენობები, იგეგმება მათი რეაბილიტაცია და დევნილთა განსახლება.
მინისტრი დევნილებს სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები