ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელის ქუჩაზე ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული, რომლებმაც რამდენიმე წუთში ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს, თუმცა ხანძრის გარდა წყლის ჭავლმა საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, სახლის სახურავზე მდებარე საკუჭნაოს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც სახურავს მოედო.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენები გახდა.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები