დღეს, 28 ივლისს, გამომცემლობა "სამშობლოდან" გამოსახლებული დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციის იდეა თავად დევნილებს ეკუთვნით და მისი პარტიაც მხარს უჭერს.
მისი თქმით, აქციას დევნილები რამდენიმე კომპაქტური ჩასახლებიდან შეუერთდებიან.
ჩხარტიშვილის შეფასებით, აგვისტოს დასაწყისში დევნილების სოფელებში ჩასახლება ხელისუფლების მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთ წლიანი შიმშილისთვის გაწირეს.
"ეს ხალხი რომც დათანხმდეს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჩასახლებას ეს ნიშნავს რომ ერთი წლის განმავლობაში მათ შიმშილი მოუწევთ რადგანაც აგვისტოში მოსავლის მოყვანას ვეღარ მოასწრებენ. სხვა სახის შემოსავალი კი მნათ იქ არ ექნებათ", _ აცხადებს ჩხარტიშვილი
მისივე თქმით, სამშობლოში ჩასახლებული დევნილები თავს ვაჭრობით ირჩენს და ხელისუფლებმ მათ ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს, რომ ოჯახები შეინახონ.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "სამშობლო" საპრივატიზაციოდ მზადდება. ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში უკვე შეტანილია, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი აუქციონი არ ჩატარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, აქუციონის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ შენობაში ხელმეორედ ჩასატარებელია აზომვითი სამუშაოები. შენობაში მცხოვრები დევნილები გამოსახლებას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ზუგდიდის რაიონში გამოყოფილ საცხოვრებელ ადგილს აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი თანახმანი არიან თბილისი ნებისმერ გარეუბანში დასახლდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, გამომცემლობა "სამშობლოში" მცხოვრებ დევნილთა ნაწილს სხვადსხვა კომპაქტურ ობიექტებში საცხოვრებელი სახლები აქვთ მიღებული, ნაწილს კი - ფულადი კომპენსაცია. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 15 ოჯახია დარჩენილი, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გამოეყოფათ.