Human Rights Watch -ი რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, ზეწოლა მოახდინონ მარიონეტულ რეჟიმზე, რათა მან პასუხისმგებლობა აიღოს მომხდარზე და შექმნას ნორმალური სამუშაო სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრებისათვის. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა განტავსებუი.
"ჩვენ შეგვძრა ცხოვრებოვზე თავდასხმის ფაქტმა და შეშფოთებული ვართ სამხრეთ ოსეთში აქტივისტების უსაფრთხოების გამო",- განაცხადა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰოლი კარტერმა
Human Rights Watch -ის განცხადების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტი.
ცნობისათვის, 24 ივლისს, ქ. ცხინვალის ცენტრში, დღის 13:00 საათზე, ცხინვალის რეგიონის, ე.წ. პარლამენტის რამდენიმე წევრი, ადამიანთა ჯგუფთან, ერთად თავს დაესხა და უმოწყალოდ სცემა ჟურნალისტი, გაზეთ "21-ე საუკუნე-"ს რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი. მიზეზი კი გახდა თემურ ცხოვრებოვის მონაწილეობა ნიდერლანდების სამეფოს ქ. ლეიდენში, 11-17 ივლისს, გამართულ "ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში" და ფორუმზე მიღებული ერთობლივი მიმართვა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი, რეგიონის უსაფრთხოებისა და გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ.