ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 8,92-მა პროცენტმა ვერ გადალახა. ამ დროისთვის, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91,08 პროცენტი. ეს ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზში, ეროვნული გამოცდების ოფიციალურ ვებ-გვერდზე (წწწ..ნაეც.გე) გამოქვეყნდა.
ანალიზში ნათქვამია, რომ ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 8, 92-მა პროცენტმა ვერ გადალახა, ანუ აღნიშნული აბიტურიენტების რაოდენობამ ტესტებში 20 ქულაზე ნაკლები აიღო. ზოგადი უნარების ტესტურ დავალებებში ყველაზე მაღალი 61-დან მაქსიმალურ 80 ქულამდე აბიტურიენტთა დაახლოებით 5,70 %-მა დააგროვა; 41-60 ქულამდე დაახლოებით 30-მა პროცენტმა, 21-40 ქულა მიიღო 54 პოცენტმა.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში ტესტურ დავალებათა და შესაბამისად მაქსიმალურ ქულათა დაგროვების რაოდენობა 80-მდე შემცირდა.