საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, დახმარება შვეიცარიის საელჩოს სთხოვოს, რათა მან შუამდგომლობა გაუწიოს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიის ტერიტორიაზე საძიებო სამუშოების დასაწყებად.
მუცოს ხეობაში ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგული ორი ბავშვის ძებნა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, მდინარე არღუნის კალაპოტში გაგრძელდება. ქართულმა მხარემ ჩეჩენი მაშველებისგან დაპირება მიიღო, რომ ცხედრების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ საქართველოს გადმოსცემენ.
როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა 22 ივლისს მუცოს ხეობაში მოხდა. მდინარე არღუნში "ჯიპის" გადავარდნის შემდეგ 7 ადამიანი დაიღუპა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ სამი წლის დემეტრე დაიაურსა და ოთხი თვის მამუკა არაბულს.