მაშველებმა შავ ზღვაში 16 წლის მირზა ქურციკიძის ცხედარი იპოვეს. დამხრჩვალი მოზარდის ცხედარს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
რუსტავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მშობლიურ სოფელში, ჩიბათში გადაასვენეს.
როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა 24 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში მოხდა. მირზა ქურციკიძე ზღვაში შევიდა და დაიხრჩო.
ცნობისათვის, მოზარდი 24 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ორგანიზებულ გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები