შვეიცარიამ ქართველ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს, რომელიც ამ ქვეყნის ლტოლვილთა ბანაკში რამდენიმე თვეა უკვე რაც იმყოფება პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
კომახიძეს სტატუსის მიღების შემდეგ საშუალება მიცემა შვეიცარიაში ოჯახი წაიყვანოს.
ვახტანგ კომახიძე შვეიცარიაში მიმდინარე წლის იანვარში ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. იგი საქართველოს ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს. შვეიცრიაში გამგზავრებამდე მან გარკვეული დრო ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაჰყო.
ვახტანგ კომახიძე სტუდია "რეპორტიორს" ხელმძღვანელობდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი მოამზადა.
მასალის გამოყენების პირობები