აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, გამოკითხულთა 59% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. NDI-იმ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას "სრულად" უჭერს მხარს, 34 % - "ძირითადად", 13% -სთვის "სულერთია", 7 %- "ძირითადად არ უჭერს მხარს", 9% - საერთოდ არ უჭერს მხარს, 10%-მა კ არ იცის უჭერს მხარს თუ არა.
NDI-მ საქართველოს მასშტაბით 2 053 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოკითხა.
კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ (CIDA) დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. NDI-მ კვლევა 24 ივნისიდან 5 ივლისამდე ჩატარდა