NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულების უმეტესობა უმთავრეს პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებეს. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს, NDI-ის ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას NDI საქართველოს ხელმძღვანელი ლუის ნავარო უძღვებოდა.
NDI-ი, კვლევის მიხედვით, გამოკითხულებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხის პრიორიტეტულობას სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვნება უსწრებს. ნავაროს განცხადებით, კვლევის მიხედვით, შემცირებულია რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელოვნებაც.
"კვლევის მიხედვით, გამოკითხულტა 71% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოკითხულების უმეტესობის აზრით, სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ამის მიუხედავად, უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა იგივეა", - აღნიშნა ნავარომ.
ცნობისათვის კვლევა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შIDA) მიერ. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 2053 ადამიანი გამოიკითხა. NDI-საქართველოს დირექტორის განცხადებით, კვლევების შედეგების ცდომილება პლუს-მინუს სამი პროცენტია. კვლევა 24 ივნისიდან 5 ივლისამდე დროის მონაკვეთში ჩატარდა.