გამომცემლობა "სამშობლოში" შესახლებული შიდა ქართლიდან დევნილ ოჯახებს კვლავ შიდა ქართლში ჩაასახლებენ. როგორც დევნილებმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადეს მათ სამინისტროს წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ გორში ერთ-ერთ გარემონტებულ შენობაში შეასახლებენ.
მათივე ინფორმაციით, "სამშობლოს" შენობაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შიდა ქართლიდან დევნილი ათამდე ოჯახი ცხოვრობს.