გამომცემლობა "სამშობლოდან" გამოსახლებული დევნილები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციის იდეა თავად დევნილებს ეკუთვნით და მისი პარტიაც მხარს უჭერს.
"ამ ეტაპზე დევნილებთან მისვლის საშუალებას პოლიციელები არ მაძლევენ როგრც კი მათი გამოსახლება დასრულდება ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას რა სახის აქციები გაიმართება. თუმცა ვფიქრობთ რომ თავდაპირველად გამომცემლობასთან მჯდომარე აქციას გავმართავთ", _ აცხადებს ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილის შეფასებით, აგვისტოს დასაწყისში დევნილების სოფელებში ჩასახლება ხელისუფლების მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთ წლიანი შიმშილისთვის გაწირეს.
"ეს ხალხი რომც დათანხმდეს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჩასახლებას ეს ნიშნავს რომ ერთი წლის განმავლობაში მათ შიმშილი მოუწევთ რადგანაც აგვისტოში მოსავლის მოყვანას ვეღარ მოასწრებენ. სხვა სახის შემოსავალი კი მნათ იქ არ ექნებათ", _ აცხადებს ჩხარტიშვილი
მისივე თქმით, სამშობლოში ჩასახლებული დევნილები თავს ვაჭრობით ირჩენს და ხელისუფლებმ მათ ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს, რომ ოჯახები შეინახონ.