გამომცემლობა "სამშობლოში" მცოვრები დევნილები თბილისის ნებისმერ რაიონში ჩასახლებაზე თანახმა არიან. თუმცა როგორც მათ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადეს, ერეთადერთი შემოთავაზება რაც მათ ხელისუფლებისგან მიიღეს არის ზუგდიდის სოფლებში: ფოცხოვი და ორული.
"ჩვენ არ ვითხოვთ, რომ რუსთაველსა ან ვაკეში გადაგვიყვანონ. თანახმა ვართ ქალაქის ნებისმერ გარეუბანში დავსახლდეთ მაგრამ იმ ადგილზე, რომელიც აფხაზეთის ესაზღვრება წასვლას არ ვაპირებთ", _ განაცხადეს დევნილებმა.
მათივე თქმით, მათთან ერთად ასახლებენ რამოდენიმე თვის წინ ქართულ მხარეზე გადმოსულ თამაზ ლაკერბაიასაც, რომლის გადმოსვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ სპოეცალური ბრიფინგიც კი გამართა.
დევნილების ინფორმაციით, გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში 500-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯხი ცხოვრობს. ამ წუთებში საპატრულო პოლიცია შენობის დაცვას აგრძელებს, თუმცა დევნილები მიუხედავად იმისა, რომ ნივთები გამოტანილია ზუგდიდის რაიონში წასვლას არ აპირებენ. აქვე მოიბილიზებულია წვითელი ავტობუსები.