დღეს, 26 ივლისს, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე _ საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური გარემოს მიმართ საქართველოში. კვლევის პრეზენტაცია გაიმართება NDI საქართველოს ოფისში (თაბუკაშვილის ქ. #3) 14:00 საათზე.
NDI-ის კვლევა ჩატარდა 24 ივნისი-4 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,053 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრი (CRRC).
პრეზენტაციაზე მიწვეული არიან მხოლოდ მედიასაშუალებები.