გამომცემლობა "სამშობლოში" მცხოვრები დევნილები შენობის დატოვებაზე უარს ამბობენ. გამომცემლობა ~სამშობლოსთან", საიდანაც აფხაზეთიდან დევნილებს ასახლებენ, რადენიმე წუთის წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ, რის შემდეგაც სუბელიანის უწყების თანამშრომლებსა და დევნილებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამინისტროს თანამშრომლების განცხადებით, დევნილებისთვის სამინისტროს მიერ ზუგდიდში შეთავაზებული საცხოვრებელი ფართები მისაღები უნდა იყოს, რადგან ~ხალხი იქაც ცხოვრობს~.
დევნილები კი აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში ისინი ლუკმა-პურის გარეშე დარჩებიან, მაშინ როცა თბილისში შემოსავლის მცირე წყარო მაინც არსებობს.